კლუბებისთვის დაწერილი ჯარიმები ჩამოიწერება

გასული წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ რამდენიმე კლუბი დააჯარიმა და დალუქა. დავით ლეჟავას თქმით, ამ ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე უკვე მუშაობენ.

“ჯარიმების ანულირებაზე მუშაობა ბიზნესომბუდსმენის ოფისის დახმარებით დაწყებულია. ეს ჯარიმები გამოწვეული იყო არასწორი კომუნიკაციითაც. ვმუშაობდით სივრცეების გახსნის სისტემაზე, თავის დროზე მთავრობამ მიიღო ეს სისტემა და თქვა, რომ ამით შესაძლებელი იყო მაქსიმალურად უსაფრთხო მუშაობა. გაურკვევლობის გამო ჯარიმები მაინც გამოიწერა. დავასაბუთეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სივრცეებისთვის, რომელთაც ძალიან ცუდი ფინანსური სიტუაცია აქვთ, რომ ისინი გაბათილდეს. ამ საკითხზე როგორც გითხარით ბიზნესომბუდსმენის ოფისი მუშაობს. დაწყებულია ეს პროცესი და, სავარაუდოდ, ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება”,-ამბობს ლეჟავა.