დღეს, 18 თებერვალს, ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, ავარიის შედეგად, სატვირთო მანქანის ავზიდან 23 ტონა გუდრონი გადმოიღვარა. მისი ნაწილი მტკვარში ჩავიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს.
45 წლის მძღოლს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში გადაჰქონდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დაზიანებული სატვირთო საჯარიმოზე გადაიყვანეს.