რიყის დოქები ისევ იყიდება, 95-ის ნაცვლად 10 მილიონად

საქართველოს მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ისევ აუქციონზე ყიდის. 2020 წელს აუქციონზე 95 მილიონ ლარად გატანილი ,,რიყის დოქების „ ფასმა 10 მილიონამდე დაიკლო.


ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, “დოქების” საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, თუმცა აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს.


რიყის პარკში 14 591მ2-ზე განთავსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სამინისტროს უკვე მესამე წელია უშედეგოდ გააქვს აუქციონზე.


ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის.


“რიყის დოქები” აუქციონზე ბოლოს 29 აპრილს გაიტანეს, საწყისი ფასი 47,5 მლნ ლარი იყო.
მანამდე კი, 30 მარტს, სამინისტრო ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდდა. თუმცა აუქციონი მაშინაც უშედეგოდ დასრულდა.


სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა.
პირველ აუქციონთან შედარებით მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა.


თავდაპირველად, რიყის დოქები, 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ. ლარად იყო გამოტანილი.