მარტიდან რეგულაციები შემსუბუქდება

მარტიდან რეგულაციები შემსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება კაფე-რესტორნებში სტუმართა რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ ადამიანთა რაოდენობა 10-მდე იზრდება.
ამ დრომდე კაფე-რესტორნებში დახურულ სივრცეში დაჯდომა მაქსიმუმ 6 ადამიანს შეეძლო.

ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებული ადამიანების რიცხვი კი 10-დან 15-მდე იზრდება.
1-ლი მარტიდან შესაძლებელი იქნება წვეულებების, ქორწილების და ქელეხების გამართვაც.