ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 5 მარტს თბილისში აქცია გაიმართება.
“ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად”, – თქვა მელიამ.
მისივე განცხადებით, პარტია ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენად და აქციები იქნება ყოველ დღე.
“პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც თვლიან, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა მელიამ.
სააკაშვილმა 21 თებერვალს უვადო შიმშილობა დაიწყო. იგი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.