სვანეთში ფიცის დასადებად ემზადებიან – მოსახლეობა აპირებს ხატზე დაიფიცოს, რომ მაინერებს გათიშავენ.
ირკვევა, რომ კრიპტოვალუტის საწარმოების მაღალმთიან რეგიონში უშუქობის მთავარი მიზეზი ხდება.მკაცრი ზამთრის პირობებში სამთო კურორტს დენი გრაფიკით აქვს, რის გამოც შეფერხებით მუშობს საავადმყოფო, სასიცოცხლოდ აუცილებელი დაწესებულებები და მასწავლებლები ვერ ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს.
მოსახლეობამ დღეს მესტიის შესასვლელი გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობასა და დამნაშავეების მფარველობაშიც ადანაშაულებენ.
მოსახლეობის უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ენერგო პრო ჯორჯიამ არსებულ პრობლემების შესახებ საჯაროდ განაცხადა და სვანეთის მოსახლეობისთვის დენის ტარიფის გაზრდაც არ გამორიცხა.