თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხთან ერთად, I მოსმენით განიხილეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.
თამბაქოს მოწევა აგრეთვე, აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში – ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა.
კანონს ასევე დაემატება ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.