31 დეკემბერს ღამის კლუბები გაიხსნება.
“სექტორთან კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:
ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ” – ნათქვამია განცხადებაში.