იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა

იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ნიკა ცხვარაშვილთან და მის მოადგილესთან გიორგი გიორგაძესთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა.

დაწესებულებაში სტუმრობისას რატი ბრეგაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა და მათ იმ სპორტული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დანერგვაც დაწესებულებაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღნიშნული პროგრამების განხორციელება კი საზოგადოებაში მათი სრულფასოვან წევრებად დაბრუნების პროცესს შეუწყობს ხელს.