1991 წლის 25 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით.