გურამ შეროზიას 26 მიღწევა 2021 წელს

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ფართოდ მიმოიხილავს განვლილ 2021 წელს და გვთავაზობს არცთუ ის ეპატარა მიღწევებით სავსე შეჯამებას.

წლის შეჯამების ჟამი დამდგარაოოო:

  • 1. ვიმოგზაურე 15-მდე ქვეყანაში პანდემიის ფონზე, აქედან 7 ახალში, მათ შორის ჩემი ოცნების ქვეყნებში: მექსიკა, კოლუმბია, კოსტა რიკა, პანამა, დომინიკის რესპუბლიკა!
  • 2. დავიწყე მუშაობა კიდევ ორ ახალ უნივერსიტეტში
  • 3. გავხდი ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (მანამდეც ვიყავი, სეუში)
  • 4. დავხურე ესპანური სალაპარაკო დონეზე და დავიწყე თურქული ენის სწავლა კაე სწრაფ ტემპში
  • 5. ჩემი გამოცემული წიგნი “ფერადი ფრაგმენტები” გახდა ბესტ სელერი
  • 6. შევიძინე ახალი და გაწკრიალებული მანქანა, პროსტა ცოტა არავაჟკაცური ფერის
  • 7. მიწის ნაკვეთიც უნდა შემეძინა აგარაკისთვის და ეს შემდეგი წლის შეჯამებაში იქნება, გაფორმევას ვეღარ ვასწრებ წელს :დ
  • 8. დავიწყე პლეხანოვის სახლის რემონტი, უსვეცკესობად უნდა ვაქციო )))
  • 9. სამჯერ ვიყავი შეყვარებული აქედან ორჯერ – შოკოლადზე
  • 10. მივიღე მონაწილეობა მეორე წიგნით კონკურსში “გახდი ბესტ სელერის ავტორი” და გადავედი ფინალში, უნდა მოვიგო!
  • 11. ვცადე კულინარია, სამზარეულოს ომებში არამხოლოდ კასტინგი გავიტანეთ თავით, არამედ ათეულშიც გავშრიალდით და ხუთეულამდეც მივაღწიეთ, კორონა და ჭირი რომ არა – ფინალშიც ვიქნებოდით ჩვენი ღრმა რწმენით!
  • 12. განვაახლე ვარჯიში და მგონი ყველაზე კარგი შედეგი მაქვს, ვიდრე ოდესმე მქონია, რეეკორდი მოვხსენი 4 თვეზე მეტი უწყვეტი ვარჯიშით და გაჩერებას არ ვაპირებ!
  • 13. წინა წელს ჩაწერილი, ჩემი პირველი საავტორო სიმღერა მადლობა (დუეტი მალიბუსთან) 1 წელში 4 მლნ ნახვას გადაცდა!
  • 14. გადავიღე კიდევ 4 კლიპი, ერთ წელში, ყველა იცით მგონი, ანუ ყველა “წარმატდა”
  • 15. წელს პირველად მიმიწვიეს კონცერტებზე და ავიღე ჰონორარი, როგორც მუსიკოსმა :)))
  • 16. გაცოცხლდა ჩემი ტურისტული მიმართულება, 20-მდე ბედნიერი და მხიარული ჯფუფური ტური მოვახდინეე
  • 17. განვაახლე ყველა ტექნიკა: ტელეფონები მთელ ოჯახში, ლეპტოპი, დრონი, ა.შ.
  • 18. დავასრულე ერთი ბიზნეს გეგმა და მომავალ წელს ძალიან კარგ ახალ ბიზნესს გაგაცნობთ
  • 19. შევიჭერი თმა და მომაკლდა კაე ხუთი წელი!
  • 20. პუპუსთან ერთად კიდევ ერთი უბედნიერესი წელი გავიდა
  • 21. დაბადების დღეს შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ზანზიბარში, ახალ წელს სახლში და მერე გავვარდი ვენა-პრაღაში
  • 22. დედასთან სამჯერ ვიმოგზაურე საზღვარგარეთ, მამა და ბებია არ მომყვებიან და რა ვქნა.
  • 23. გალღვა ყინული და ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ერთადაც მქონდა ვიქენდ ტური (მიღწევებში ითვლება ბედკრულ ჯორჯიაში)
  • 24. დავიწყე სარეკლამო კოლაბორაციები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგ. ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, საკვები და გასართობი ობიექტები, ა.შ.
  • 25. რუტინულ ყოველდღიურ სამსახურებზე არ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ ბევრს ვმუშაობ! )))
  • 26. აქტიურად ვაგრძელებთ ქველმოქმედებას ჯგუფი “შენთან ვარ” ფარგლებში და უამრავ ოჯახს, მოხუცს, ბავშვს დავეხმარეთ, წინ უფრო დიდი გეგმებია.
  • რამე გამომრჩებოდა ალბათ, მაგრამ არა უშავს მადლობა, რომ არ დაგეზარათ წაკითხვა, მადლობა, რომ მოტივაციას მმატებთ, მადლობა, რომ გიყვარვართ, ან ვერ მიტანთ – ნებისმიერი ემოცია დასაფასებელია მინ. აესეთ და ათჯერ მეტად ნაყოფიერ 2022 გისურვებთ!- წერს ბლოგერი.