თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა.
როგორც AviaNews-ს, თბილისისა და ბათუმს საერთაშორისო აეროპორტების, მმართველი კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები, კერძოდ კი ძლიერი ქარი გახდა.
როგორც ირკვევა, თვითმფრინავმა დაშვებისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევისთვის, ბათუმის ცაზე რამდენიმე წრე დაარტყა. თუმცა აეროპორტში დაჯდომა ვერ შეძლო. საბოლოოდ კი Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ბათუმის ნაცვლად ტრაპიზონის აეროპორტში დაეშვა.
როგორც ჩანს მეტეოროლოგიური ვითარება უკვე გამოსწორდა, რადგანაც ბათუმის აეროპორტიდან Bees Airline-მ ფრენა რამდენიმე წუთის წინ უკვე შეასრულა. ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი ბათუმი-კიევის რეისს ასრულებს.
წაყარო: avianews.ge
Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ვერ დაჯდა