სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მერიის მიერ დამზადებულ ახალ სამგზავრო ბარათებს. სადაც სიტყვა საბაგიროს ნაცვლად წერია საბაგარო. დღეს მრავალ ფეისბუქ ჯგუფში იყო დისკუსია, რომელია სწორი ფორმა საბაგარო თუ საბაგირო. ქალბატონმა ანა მარშანიამ კი სცადა, გაერკვია რეალურად სად შეუძლია მგზავრობა ამ ბარათით და გვთავაზობს მეტროს თანამშრომელთან მოკლე საუბრის შინაარს
Ana Marshaniaაქაც დავწერ. მოკლედ, ხალხო, ამ წამს (23:55 სთ) ვიყავი მეტროში და გავარკვიე. საბაგირო არის კუს ტბისა და რიყის სატრანსპორტო საშუალება და მაგით მგზავრობა ამ აბონემენტით არ არის უფასოო. საბაგაროა მაღლივი-ბაგების მარშრუტი და მანდ შეგიძლიათ იგრიალოთ.
საბაგარო ქვია ანუ რამეს?
მაღლივი-ბაგების მარშრუტსო
და რა დადის მანდ? დავიბენი უძალიანესად
.
ჩვენ რომ საბაგირო გვგონია და ამბობენ, საბაგაროაო, ის
.
აღნიშნულ ფაქტზე, სოციალურ ქსელის მეშვეობით კომენტარი გააკეთა გია ჭანტურიამ, გთავაზობთ უცვლელად:
“ხვალ დილით, წესით, ვინმე ქოცი ფილოლოგი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ, ბაგირ კი არა ბაგარია ფუძეო და ჭეშმარიტად ქართულად სწორედ საბაგაროაო:) აბა ჩვენ ხომ ქართველობას ვებრძვით და ეს არ გვესმის ისე მართლა არ გამოვრიცხავ:) სადაც მილისტებია სიტყვა იქ:)”
ალბათ ინებებს მერია კეთილს და გაარკვევს საზოგადოებას რითი იმგზავრონ საბაგაროთი თუ სბაგიროთი.