მეგობრებო, სათხოვარი მაქვს აბსოლუტურად ყველასთან,მოკლედ ასეთი ამბავია. თავიდან მეცინებოდა, მერე ცოტა გავბრაზდი, მერე უკვე ისტერიკამდე მივედი. არსებობს ერთი ქალბატონი, სახელად ზარა, რომელიც ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს და ნათესავს წერს, ურეკავს და არწმუნებს რომ არის ჩემი ბიოლოგიური მშობელი.
ხალხი ნერვიულობს, იძაბება და ვერ ხვდება როგორ მომაწოდონ ეს ინფორმაცია. უმორჩილესად გთხოვთ, არ აყვეთ ამ ადამიანს არ მოუსმინოთ არ დაიძაბოთ, ყველაფერი კარგადაა. მე ისევ ძიების პროცესში ვარ.