1 დღე – ₾20; 1 წელი – ₾800 – მერია თბილისში ბიზნესისთვის პარკირების სააბონიმენტო სისტემას ამატებს

მერია თბილისში ბიზნესისთვის პარკირების სააბონენტო სისტემას ამატებს. 

დადგენილების მიხედვით, ზონალურ პარკირებაზეც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსად, აბონემენტები შეიქმნება და გადასახადი ამოქმედდება შემდეგი ტარიფებით: 

  • 1 დღე – 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში); 
  • 1 კვირა – 100 ლარი (გადახდის მომენტიდან 6 კალდენარული დღის განმავლობაში);
  • 1 თვე – 300 ლარი;
  • 6 თვე – 500 ლარი; 
  • 1 წელი – 800 ლარი;

პარკირების მოქმედი ტარიფები, რომლებიც, თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, არ იცვლება და ჯერჯერობით არაზონალურ პარკინგებზე ვრცელდება, ასეთია:  

  • 1 კვირა – 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 6 თვე – 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 წელი – 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).