მუხროვანში, ადგილობრივებმა ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 9 იანვარს, სოფელ მუხროვანში, ადგილობრივებმა ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 38 წლის მამაკაცს, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 

 ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ხეზე მიაბეს, რადგან მას ვენები ჰონდა გადაჭრილი, სისხლის კვალი კი არსად ჩანდა. 

ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობაამდე მიყვანას გულისხმობს.