დევნიებმა აქცია გამართეს თბილისსში

დევნილებმა ავარიული კორპუსიდან განსახლებისა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით თბლისსში აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს.

ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობის ტერიტორიაზე გვიან ღამემდე პოლიცია იყო მობილიზებული. დევნილების განცხადებით, აღნიშნული შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.მათ ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 24–საათიანი ვადა მისცეს. თუ აღნიშნული დროის განმავლობაში კონკრეტულ შეთავაზებას არ მიიღებენ, აქციის მონაწილეები კარვების გაშლას და საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი. მისი თქმით, დევნილების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ტენდერის დასრულებამდე კი დევნილებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ მათ მიერ თბილისში შერჩეული საცხოვრებელი ფართები, სააგენტო კი მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.