თელავის აეროდრომი მგზავრების მისაღებად მზადაა!

თელავის აეროდრომი 20-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავების მისაღებად მზადაა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს, რომელიც წერს, რომ „მიმინოს“ რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი სამგაზვრო თვითფრინავების მისაღებად ყველა პირობას აკმაყოფილებს. „შეგვიძლია თქვათ, რომ მიმინოს აეროპორტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომ მიიღოს 20–ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენებს და არიან სახელმწიფო დონაციაზე. ჩემი აზრით, თუ ეს ფრენები იქნება მხოლოდ მგზავრის ხარჯზე და ბილეთის სრულ თანხას ის გადაიხდის , ფრენები ვერ განხორციელდება. თუ სახელმწიფოს დაფინანსება გავრცელდება კახეთის რეგიონზეც, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად”-აცხადებს სერგო ტეფნაძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა და თელავში, „მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო.

წყარო:BM.GE