სათიბე თუ სხვა საქართველო?

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს მიერ, გამქვეყნებულ სურათს, სადაც აღბეჭდილია საქართველოს მომავალი ევროპულ და რუსულ ორბიტაზე, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

ინტერნეტ მომხმარებლების გარკვეულმა ნაწილმა, მისი ინტერპრეტირება მოახდინეს და საზოგადოებას შესწორებული ვარიანტი შესთავაზეს: ” სათიბე თუ სხვა საქართველო “.

.

აღნიშნულს, იგივე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ბექა კობახიძე და რამდენიმე განმარტება გააკეთა, ინტერპრეტირებული სურათის გარშემო აგორებულ კამპანიაზე და დასმულ კითხვებზე.

“ეს ამბავი ხუმრობით არ დაწყებულა. მემარცხენეთა ნაწილი აენთო და გაგიჟდა. რასაც გადავხედე, შემდეგი ხასიათის კომენტარები შემხვდა”-წერს ბექა კობახიძე.

  • ეს იქნება ელიტური დასახლება?
  • ცისფერსისხლიანები?
  • თემურ თათარაშვილიც მანდ იცხოვრებს?
  • რა ფული იშოვა ამდენი ამ კაცმა?
  • ბოგანოებთან ცხოვრება არ უნდათ?
  • ეს ფეისკონტროლი რა დისკრიმინაცია და უბედურებაა?
  • ეს იქნება ბენდუქიძის სექტა და ა.შ.

ამ კითხვებსაც გავცემ პასუხს და შევეცდები უფრო ფართო ჭრილშიც განვიხილო სათიბის ჩემეული პერსპექტივა, როგორც ერთ-ერთმა მომავალმა მაცხოვრებელმა.

  1. პოსტშიც მეწერა და აქაც გავიმეორებ, არანაირი ელიტური დასახლება ეს არ იქნება. არამგონია იქ მილიონერები და “ქართული ესტრადის ვარსკვლავები” მოვიდნენ საცხოვრებლად. თუ მოვლენ, არ გაუსწორდებათ. ვისაც უნდა, თათარაშვილი შეუძლია თავისთან წაიყვანოს;
  2. “რა ფული იშოვა ამ კაცმა” საუბარია 13 ათას დოლარზე, რომელიც ნაკვეთში გადავიხადე სესხით. მესმის, ბევრს შესაძლოა ამ სესხის ფულიც არ ჰქონდეს, მაგრამ თუ ვინმეს ქალაქიდან საცხოვრებლად გასვლა სურს, როგორც მე, ნებისმიერს შეუძლია გაყიდოს თბილისში სახლი და ამ ფულით მიწასაც იყიდის, სახლსაც აიშენებს და სათიბეში სასიარულოდ მანქანის ფულიც დარჩება;
  3. ადამიანი მიისწრაფვის უკეთესი ცხოვრებისკენ, ყველას სურს მისმა შვილმა უკეთეს გარემოში ისწავლოს, გაიზარდოს. ვისაც ეს არ უნდა, პირველი იმან მესროლოს ქვა.გერმანიაში და კიდევ უფრო უკეთეს ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების კომენტარებს მოვკარი თვალი, ესო როგორ შეიძლებაო, რა ხიბლიაო და ა.შ.თვითონ რატომ წავიდა გერმანიაში, ან ადამიანები რატომ ჩამოდიან სოფლებიდან, ან სხვებს რატომ დაჰყავთ შვილები კერძო სკოლებში? ნორმალურია როცა ადამიანს თავისთვის სასარგებლო და უფრო კომფორტულ გარემოში უნდა ცხოვრება. ვინც ამბობს რომ არ უნდა, ან იდიოტია ან უბრალოდ გვატყუებს. ჩემი და ალბათ სხვა სათიბელების თვალსაზრისითაც, ჩვენ შევქმნით იმ გარემოს, სადაც კომფორტულად ვიქნებით. არ გინდათ? არავინ გაძალებთ. მაგრამ აქ საქმე მგონი სხვანაირად არის: ზოგს სტალინი უნდა, ოღონდ ჩვენთვის, ხოლო თავისი თავისთვის ადენაუერი უნდა გაგიმარჯოს ღმერთმა, გემოვნება კი გაქვს.საქართველოში მყოფმა კონკრეტულ მემარცხენე ორგანიზაციებში დასაქმებულებმა სამარცხვინო უწოდეს სათიბეში გადასვლაზე ჩემს გადაწყვეტილებას და რუმსის კონფერენს რუმში მშრომელთა გაჭირვებაზე გოდება განაგრძეს, ლატეს თანხლებით თქვენც გაგიმარჯოთ!უბრალოდ, სპეციფიურად ეს ორი კატეგორია, ძალიან ყალბები ხართ საკუთარ თავთანაც და მით უმეტეს იმ მშრომელებთან.
  4. ბოგანოები და ფეისკონტროლი: ძალიან მკაფიოდ მქონდა ნათქვამი რას მინდა გავექცე: თავზე დაყრილ ნაგავს, თავზე დაშენებულ კორპუსებს, თბილისის გაუვალ საცობებს და ა.შ. აქედან თქვენ რომელი არ გაწუხებთ? რომელს არ გინდათ გაექცეთ? და რომლისგან გაქცევა ნიშნავს “ცისფერსისხლიანობას”? რა არის აქ არაჩვეულებრივად ამბიციური?სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკვე ენდემურია საქართველოში. და რადგან ასეა, კერძო მესაკუთრეს სრული უფლება აქვს აირჩიოს ვისთან ერთად იცხოვრებს.დისკოტეკაზე ყანწით ხელში ღიპიან კაცებთან ხომ არ რეივინგობთ? ხომ არის ფეისკონტროლი? დისკოტეკაზე მნიშვნელოვანი ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაა, მემგონი.საერთოდ, მემარცხენეთა ამ ნაწილის ემოციათა ღვრა ცოტა არ იყოს უცოდინრობასთანაც არის დაკავშირებული. იდეის გარშემო საცხოვრებელ კომუნებად გაერთიანება მემარცხენეთა ნოუ ჰაუა. ვახსენე კიბუცები და დაეგუგლათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ისრაელში სოციალისტებმა შექმნეს კომუნები (კიბუცები), სადაც გააუქმეს კერძო საკუთრება, შემოიღეს წესდება, რომელიც ქცევის ეთიკას და დღის განრიგს მკაცრად აყალიბებდა. მაგალითად, მშობლებს შვილების ნახვა დღეში მხოლოდ ნახევარი ან ერთი საათით შეეძლოთ, ბავშვები ერთად უნდა გაზრდილიყვნენ საერთო საცხოვრებელში, რათა ერთობის გრძნობა და კომუნალური ცხოვრების წესი მათში თავიდანვე დაენერგათ. უამრავი ბავშვი ფსიქიკურად დაზიანდა ასე ცხოვრებით, მაგრამ ასე იყო.შემიშვებდა ვინმე მე კუბუცში საცხოვრებლად? არ შემიშვებდა. მე კიდევ რას ვითხოვ, ბავშვს ვართმევ ვინმეს? სადაც ვიცხოვრებ იქ გარეგნობის თუ პოლიტიკური რწმენის გამო ადამიანი ადამიანს ნუ გალახავს, სკოლა სკოლას გავდეს და ა.შ.სამხრეთ ატლანტიკაში არის კონტინენტისგან ყველაზე დაშორებული დასახლებული კუნძული ტრისტან დ’აკუნია. ის 1816 წელს დაასახლეს უტოპისტმა სოციალისტებმა – უილიამ გრინმა და მისმა ექვსმა მეგობარმა. მათ შორის დაიდო შეთანხმება, რომ კონკრეტულ რაოდენობაზე მეტ მიწას არავინ მოხნავდა, ერთმანეთზე მეტი ცხვარი არ ეყოლებოდათ და ა.შ. ორ საუკუნეზე მეტი გავიდა, ახლა კუნძულის მოსახლეობა სამასს აღწევს, მაგრამ ეს შეთანხმება ისევ ძალაშია და არიან ბედნიერად. კუნძულზე საცხოვრებლად არავის უშვებენ გარედან. ფეისკონტროლიც არ არის. უბრალოდ არავის უშვებენ. სტუმრად მობრძანდითო, მაგრამ ვერ დარჩებითო.ასე რომ, ეს ამბავი მემარცხენეთა მოგონილია, უბრალოდ ჩვენი მემარცხენეების ნაწილმა ეს ეტყობა არ იცის.რაც მთავარია, ეთიკურადაც მიუღებელია უცნობი ადამიანები საჯაროდ გაკიცხო და დაამუნათო იმაზე თუ სად დახარჯონ მათი პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფული, როგორ განკარგონ თავიანთი კერძო საკუთრება და ვისთან ერთად იცხოვრონ.ზოგს საერთოდ კერძო საკუთრებაზე აქვს ალერგია, ესეც შესამჩნევი იყო.რა კარგია რომ ეს ხალხი ძალიან ცოტაა.ზოგმა გაიხსენა საბჭოთა დრო და ის თუ როგორ შეუქმნეს ინტელიგენციას ვაკე, წყნეთი, კიკეთი და ა.შ.როგორც აკადემიურ სფეროში მომუშავე ადამიანი გეტყვით, რომ ღირსეული საცხოვრებელი და საზოგადოებრივ დისკურსებში შენი პოზიციის არსებობა მნიშვნელოვანია მეცნიერისთვის.მაგრამ აქ ძალიან დიდი განსხვავებაა, დიდი!საბჭოთა მეცნიერს ამ სახლს, აგარაკს და საზოგადოებრივ პოზიციასაც აძლევდა სახელმწიფო, კონკრეტული რეჟიმი. ის მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული, ხდებოდა მსახური, შემდეგ ქმნიდა კლანებს, “ჩალიჩობდა” რომ თავის შვილსაც იგივე დამოკიდებულება ჩამოეყალიბებინა სახელმწიფოსთან. ასე მივიღეთ წითელი ინტელიგენციაპირადად მე არც სახელმწიფოზე ვარ დამოკიდებული, არც რომელიმე ხელისუფლებაზე და რასაც ვყიდულობ ჩემი პატიოსანი შრომით არის. არავის უჩუქებია და ვერავინ წამართმევს (თუ ბოლშევიკური რევოლუცია არ მოაწვეს). ამიტომ, ჩემი თავისუფლება და ჩემი სინდისი მთლიანად ჩემია.ჩემი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი თანამოაზრეთა კომუნების შექმნა?ძალიან ადვილია “ფეისბუქ ლომობა”, იქით ბიძინას, აქეთ მიშას, გაღმა პუტინის და გამოღმა ერდოღანის ლანძღვა, მაგრამ ამის იმპაქტი არის ნოლი. პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ თავის გარშემო უნდა შექმნას უკეთესი გარემო, ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უბანში, საარჩევნო უბანზე, თავის სკოლაში, სამსახურში და ა.შ. სახელმწიფოს ასეთი მოქალაქეები ქმნიან.არა, ეს ძალიან ცოტას უნდა, მაგრამ მორალისტური ენა ბევრს აქვს. ჩემი არჩევანი იყო ან მეც საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქიდან მემოძღვრეთ დიდაქტიკურად ან ადგილზე ჩემი წილი შესაცვლელი შემეცვალა. ასე შევქმენით მე და ჩემმა მეგობრებმა ილიაუნიში სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სამაგალითო არის და, სხვათაშორის, რომელზეც არც ცისფერსისხლიანები სწავლობენ და უმრავლესობაც გადასარევ-ჩასაყლაპი მემარცხენე სტუდენტები გვყავს ასეთივე “ოაზისის” შექმნაში მინდა მივიღო მონაწილეობა სათიბის მშენებლობისას. თუ ამისთვის გამლანძღავთ, თქვენი არჩევანია. მე ამ თემაზე მეტს არ ვისაუბრებ.ახალგაზრდა ადამიანმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა, დაიწყო რაღაც ახალი, შეკრიბა მეგობრები, დაასაქმა ადამიანები, ადგილობრივ გლეხობას მიწის გაყიდვებით ნახევარი მილიონი დოლარი თუ მეტი პირდაპირ ჯიბეში ჩაუდო.ეს ქმედებაა საგინებელი თუ ის, რაც ქალაქიდან და ქვეყნიდან ადამიანების გაქცევის სურვილს იწვევს?მარცხენა და მარჯვენა რა შუაშია? თქვენ სად ხართ? სად დგახართ?შეგიძლიათ თქვენ შექმნათ ჩვენზე უკეთესი. მაგალითად “ქართული კიბუცი”, მაგრამ სანამ კიბუცს შექმნით, ისეთი პარტია მაინც უნდა შექმნათ, რომელიც ორიდან ერთი გირჩის ხმების ნახევარს მაინც მიიღებს.