“ჩემს გუშინდელ პოსტთან დაკავშირებით, ზომაზე მეტად გაბრაზებულმა ბნ. სამუშიამ “უწიგნური” მიწოდა, წიგნი არ გადაუშლიაო”- წერს ბექა კობახიძე

კაი ბატონო, ეგრე იყოს, მე ვარ უწიგნური და თავად წიგნიერი. ამიტომ, ვთავაზობ სატელევიზიო დებატებში ერთი ერთზე დაჯდომას, ხვალ ან ზეგ, სადაც განვიხილავთ მის მიერ შეფასებულ წიგნებს და ეროვნული პრემიის ბნ. ხორბალაძეზე გაცემის ლოგიკას. მარა ვერ დამიჯდება, რადგან აფასებდა წიგნებს, რომლებიც წაკითხული არ აქვს. როგორც მე ვერ წავიკითხავ ჩინურ ლიტერატურას, ისე მას არ წაუკითხავს მიქაბერიძის და ბლაუველტის ინგლისურენოვანი წიგნები. არა, ინგლისურის არცოდნა სირცხვილი კი არ არის, მაგრამ რაც არ იცი სად მიძვრები? ვიკადრებ მე ჩინურენოვანი ლიტერატურის შეფასების კომისიაში შეძვრომას? არ ვიკადრებ. ეს პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ეკუთვნის, რომელმაც დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრეზიდენტმა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტა კომისიაო.
შეგახსენებთ გუშინ ბექა კობახიძემ პრეზიდენტი მიკერძოებულობაში, ხოლო ჯაბა სამუშია ინგლისურის არ ოდნაში ამხილა.