საქართველოს გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ინტენსიური თოვის გამო, გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით, შეზღუდვები დაწესდა – ინფორმაციას საავტომობილო გზები დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ40 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.