გარდაბნის რაიონში, სოფელ ჯანდარისში ახალგაზრდა წყვილის ქორწილი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. სიძე და მისი ძმა ციხეში, დანარჩენები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ქორწილში 15-მდე ახალგაზრდა მამაკაცი, მისულ სტუმრებს სასტკად გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი, ქორწილში ჩართული სიმღერა გახდა. პატარძლის მხრიდან ოჯახის 4 წევრია ნაცემი, მათ შორისაა 3 წლის ბავშვიც. როგორც დაზარალებულები განმარტავენ, ქორწილის ბოლოს მათ სიძის მხარე თავს დაესხა. ფაქტის შესახებ, ინფორმაციას პოლიცია მალევე ფლობდა, თუმცა რეაგირება 4 დღის შემდეგ მოახდინა.

მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულები რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.