რუ­სე­თის ნაკ­რებს ოქ­როს მედ­ლე­ბი არ გა­დას­ცეს

რუს­მა თი­ნე­ი­ჯერ­მა მო­ცი­გუ­რა­ვემ კა­მი­ლა ვა­ლი­ე­ვამ, რო­მელ­მაც გუნდს პე­კი­ნის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ა­პო­ვე­ბი­ნა, ტეს­ტი ვერ გა­ი­ა­რა და მის სის­ხლში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

ამის გამო, რუ­სე­თის ნაკ­რებს მო­ცი­გუ­რა­ვე­თა გუნ­დურ პირ­ვე­ლო­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ოქ­როს მედ­ლე­ბი არ გა­დას­ცეს. მო­ცი­გუ­რა­ვე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რი, სპორ­ტის სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლოს (Cas) მო­უ­წო­დებს, აღად­გი­ნოს ვა­ლი­ე­ვა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, მო­ცი­გუ­რა­ვე მოხ­სნი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­ლი­ე­ვამ ნი­მუ­ში ოლიმ­პი­ა­დის და­წყე­ბამ­დე, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ჩა­ა­ბა­რა. ის სტოკ­ჰოლ­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­და­იგ­ზავ­ნა და ანა­ლი­ზის შე­დე­გი მხო­ლოდ 8 თე­ბერ­ვალს, ოლიმ­პი­ა­და­ზე გუნ­დუ­რი ოქ­როს მო­პო­ვე­ბის მე­ო­რე დღეს გა­მო­ცხად­და.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვა­ლი­ე­ვას ორ­გა­ნიზ­მში ტრი­მე­ტა­ზი­დი­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სტე­ნო­კარ­დი­ის შე­ტე­ვის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სი­ა­შია, რად­გან ის კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც გუ­ლის მე­ტა­ბო­ლუ­რი მო­დუ­ლა­ტო­რი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ფი­ზი­კურ ეფექ­ტუ­რო­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს. 15 წლის სპორ­ტსმე­ნის მწვრთნე­ლი ეთერ თუთ­ბე­რი­ძეა და ის ერ­თე­ულ­თა თან­რიგ­შიც ოქ­როს მედ­ლის მთა­ვარ პრე­ტენ­დენ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, თუ, რა თქმა უნდა, მის­ცეს ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბა.