ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის, მზადება დაიწყო. დედაქალაქის მერია ფიქრობს, რომ რეფორმის შემდეგ ტაქსის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება და ბაზარი გაძლიერდება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დაწყებულია შიდა სამუშაოები, და კონსულტაციები მომსახურების გამწევ პირებთან. ამჟამად ტაქსის კომპანიების კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შესახებაც ინფორმაციას, უახლოეს მომავალში თბილისის მერი განაცხადებს.

ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო, რა დროიდანაც ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.