უახლესი ინფორმაციები უკრაინიდან

სამხედრო-ანალიტიკურმა ცენტრმა – “World Military” გაავრცელა საინტერესო ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით:

დილის განახლება უკრაინის გენშტაბისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ:

• 08:00 საათი (თბილისის დროით) | კიევი: ბუჩიდან და გოსტომელიდან გასვლის შემდეგ, დაახლოებით 15 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფისგან (ბტჯ) შემდგარი რუსული ძალები ობუხოვისა და ფასტოვის მიმართულებით, რათა დაბლოკონ კიევი ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. მთავარი რუსული ძალები მაკარივთან არიან მობილიზებულები.

• 08:00 | კიევი: 14 რუსული ბტჯ ფოკუსირებულია კიევის აღმოსავლეთიდან ალყაში მოქცევაზე. ბროვარის მიმართულებით შეტევის გასაგრძელებლად რუსული ჯარები გადაჯგუფდნენ.

• 08:00 | ხარკოვი: 16 რუსული ბტჯ ბლოკავს ხარკოვს ჩრდილოეთიდან და ცდილობს წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. რუსულმა ძალებმა ხარკოვის აღმოსავლეთიდან მოახერხეს ბალაკლეიას დაკავება და ახტირკას გვერდის ავლით დასავლეთით, გადიაჩთან კონცენტრირდნენ.

• 08:00 | დონბასი: 7 ბტჯ-ით გაძლიერებული რუსეთის 1-ლი და მე-2 არმიები აგრძელებენ შეტევას მარიუპოლის გარშემო.

• 08:00 | სამხრეთი: 15 ბტჯ-სგან შემდგარი რუსული ძალები კონცენტრირდნენ ნიკოლაევ-ვოზნესენსკის, ნაწილობრივ ზაპაროჟიეს მიმართულებით. უკრაინელებმა ოკუპანტები შეაჩერეს ნიკოლაევის მიმართულებით, თუმცა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს ვოზნესენსკისკენ.

• “რუსულმა ჯარებმა ამოწურეს ოპერატიული რეზერვების უმეტესი ნაწილი, რომლებიც ომამდე უკრაინის გარშემო ჰყავდათ მობილიზებული. მათ დაიწყეს მზადება დამატებითი ძალებისა და რესურსების გადმოსასროლად სამხრეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებიდან,” – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.