უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ყველა გადარიცხვა უფასო იქნება

“თიბისი” ბანკის გადაწყვეტილებით, უკრაინის დახმარების მიზნით ყველა გადარიცხვა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი. პირობა ძალაში 2022 წლის 28 თებერვლიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

“თიბისის” გავრცელებული ინფორმაციით: საკომისიოს გარეშე გადარიცხვისთვის, მომხმარებლებმა შესაბამისი აღნიშვნა – (Sha) უნდა აირჩიონ.

„თიბისი“ ბანკმა უკვე შექმნა ადგილობრივი საბანკო ანგარიშიც უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად. სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ამ ანგარიშზე, მარტივად ჩარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. ამასთან, თიბისიმ, თავის მხრივ, 200,000 ლარი გამოყო ფონდში გადასარიცხად. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.

ლარის ანგარიშის ნომერი: #GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001

მიმღები: NNLE TIBISELEBI.