უკრაინისთვის იტალია ფინანსურ, ხოლო ესპანეთი-ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს

ნატო-ს მოკავშირეები მხარდაჭერას აძლიერებენ, მათი პარტნიორის, უკრაინის მიმართ.ნატოს ოფიციალურ განცხადებაში – იტალია ფინანსურ, ხოლო ესპანეთი-ჰუმანიტარულ დახმარებას ამზადებს. ამასთან, თურქეთი თავდაცვის კავშირებს აძლიერებს უკრაინელ პარტნიორებთან.

„ნატო მრავალი წელია მხარს უჭერს უკრაინელებს თავის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ ასე და მოვუწოდებთ სხვებსაც იგივე გააკეთონ. მოკავშირეებმა გაგზავნეს და ნაწილი სამომავლოდ აპირებს, რომ გაგზავნოს სამხედრო დახმარება, როგორიც არის იარაღი, საბრძოლო მასალა და რაკეტები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა”, – ნათქვამია განცხადებაში.