უმოკლეს დროში უკრაინის მასირებული დაბომბვა იგეგმება

დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით უახლოეს წუთებში კიევში მასირებულ სარაკეტო დარტყმას ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატმა ირინა გერაშენკომ განაცხადა.

„ყველა მოემზადოს. დაზვერვის მონაცემებით, 30 წუთში კიევში იფრენს ყველაფერი, რაც ფაშისტურ ოჯახს გააჩნია. გთხოვთ, თავი შეაფაროთ თავშესაფრებში”, – წერს გერაშენკო და ფეისბუქ მომხმარებელს ინფორმაციის გავრცელებას სთხოვს.