„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა, რომ ფორმულა, 8+5 ნიშნავს: რომ 8 დღე იზოლაციის ვადაა, დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი. ასევე ჩხაიძემ განმარტა, რომ ათვლის წერტილი უნდა იყოს სიმპტომების გამოვლენიდან დაწყებული. თუ ჩვენ ათვლის წერტილად ავიღებთ არა ინფიცირების სიმპტომების მაჩვენებელს, არამედ დადასტურების მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება დღეებში განსხვავება იყოს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა დადასტურების პერიოდს. ანტიგენის სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ნაკლებად სპეციფიურია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონი“ არის უსიმპტომო ან მსუბუქად მიმდინარე. კონტაქტის შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხი არ აძლევს ადამიანს დარწმუნებას იმაში, რომ ის ინფიცირებული არ არის. თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი და იცით, რომ კონტაქტი იყო ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან, თქვენ გაქვთ მსუბუქი სიმპტომები და არ დაგიდასტურათ ანტიგენის სწრაფმა ტესტმა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ინფიცირებული არ ხართ. ამ ადამიანებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და მოიქცნენ ისე, როგორც ინფიცირებულები. პირველ რიგში, ვგულისხმობ იზოლაციას და არა მკურნალობას. ისეთ ადამიანებში, რომელთაც სიმპტომები აქვთ, კონტაქტი აქვთ, მაგრამ ნეგატიურია ანტიგენის სწრაფი ტესტი, არ ნიშნავს, რომ ინფიცირებული არ არის“
•