ქალთა და ოჯახური ძალადობის შესახებ- იურისტი ანა თავხელიძე

ქალთა მიმართ  და ოჯახური ძალადობა საზოგადოების შეუცვლელ და აქტუალურ პრობლემად რჩება. ძალადობის სხვა და სხვა ფორმები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობა კი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელსაც ფარული და გაგნგრძობადი ხასიათი აქვს. გამოირჩევა სპეციფიური ვითარებით, სადაც ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ ხორციელდება ძალადობა. რომელიც   ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, იძულებითი ან ეკონომიური ძალადობის ფორმით გამოიხატება. ეს ყველაფერი კი ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას,  ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას იწვევს. რთულ შემთხვევებში კი შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს. ამ პრობლემას, წლებია  ვერც საქართველომ აუარა გვერდი. საქართველოში ოჯახში ძალადობის საკითზე ჩვენი რესპოდენტი– პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი ანა თავხელიძე  საუბრობს:

რა მდგომარეობა საქართველოში ძალადობის ფაქტებზე, მიმართვიანობაზე და პრევენციაზე?

სტატისტიკას, რომ შევხედოთ საკმაოდ გაზრდილია ოჯახური ძალადობის ფაქტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით დაზარალებულები რამდენი შემთხვევიდან, რამდენ შემთხვევაზე  მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს რთულია გავზომოთ შემთხვევათა რაოდენობა თუ მიმართვიანობაა გაზრდილი. ცალსახაა რომ მიმართვიანობა გაზრდილია,მაგრამ  არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევათა რაოდენობა იყოს  ბევრად უფრო მეტი, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. ჟამიანობის დროს ყველა ქვეყანაში, ყველა სახელმწიფო  იუწყებოდა, რომ ოჯახებში ძალადობის შემთხვევა გაიზარდა.რადგან მსხვერპლი და მოძალადე ერთ სივრცეში აღმოჩდნენ. რამაც ძალადობის გაზრდას ხელი შეუწყო.

როგორ ხდება დანაშაულის პრევენცია და როგორია მოვლენათა განვითარება?

ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე, რაც გულისხმობს ისეთი საქმეების წარმოებას, რომლებიც სისტემურ ცვლილებებს გამოიწვევს.  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, როცა ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა მექანიზმით მივდივართ. თუ  საუბარია სისხლისამართლებრივ  დანაშაულზეა,  ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში გავდივართ გამოძიების ეტაპს,  იწყება მტკიცებულებების შეგროვება, რომ სრული ინფორმაცია მიიღოს სახელმწიფომ მომხდარის შესახებ. პარალელურად   ვერთვებით ჩვენ, მსხვერპლთა ინტერესთა დასაცავად და მათ შორის ვმონაწილეობთ მტკიცებულებების შეგროვებაში. როდესაც  პირის დაზარალებულად ცნობა, და სავარაუდო მოძალადე პირისთვის ბრალის წარდგენა მოხდება, შემდეგ იწყება სასამართლო განხილვები.  უნდა აღინიშნოს ის რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული არ არის მხარე. ის არაფერს მტკიცებს. დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში,  წარმოადგენს პროკურატურა. დაზარალებული საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობს. ის უბრალოდ მიდის სასამართლო პროცესზე, უყვება მოსამართლეს მომხდარ ამბავს და ამით მისი მონათხრობი ხდება ერთ-ერთი მტკიცებულება. სასამართლო მტკიცებულებებს გამოიკვლევს შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. სწორედ ამ პროცედურებს გავდივართ თითქმის ყველა სისხლის სამართლის საქმეში. გარდა ამისა ალბათ გსმენიათ შემაკავებელი ორდერის შესახებ,  რომელიც არის პრევენციისთვის –  გააფრთხილონ მოძალადე, რომ არ მიუახლოვდეს მსხვერპლს, არ დაურეკოს, არ შეაშინოს და ა.შ. ეს არის მექნიზმი, რომელიც დანაშაულის  რისკების შესამცირებლად გამოიყენება.  თუმცა ვფოქრობ რომ მოძალასე, შემაკავებელი ორდერის ამარა არ უნდა დარჩეს (გააჩნია ძალადობის  სიმძიმესაც). შესაძლოა იყოს ისეთი ფორმის ძალადბა, რომ არ აღწევდეს დანაშაულებრივ რისკებს და ამ შემთხვევაში რათქმაუნდა გამართლებულია  შემაკავებელი ორდერის გამოყენება,მაგრამ თუ ქმედება ისეთი ინტენსივობით არის, რომ დანაშაულებრივ რისკებს შეიცავს, მაშინ ცხადია შემაკავებელი ორდერი უნდა  ამოიწეროს პირველადი რეაგირებისთვის და გამოძიების დაწყებაც უმალვე უნდა მოხდეს.

რისგან არის გამოწვეული საზოგადოებაში ქალთა მიმართ ძალადობა?

ლიტერატურაში არის ესეთი თეორია, რომ ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობა განპირობებულია  ძალაუფლების და კონტროლის მიზნით. მოძალადე ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის დემონსტრირებას, რომ კონტროლი განახორციელოს მსხვერპლზე.  ძირითადად  აქტიურია გენდერული ძალადობების ფაქტები ეჭვიანობის ნიადაგზე, სინამდვილეში კი ეს არა ეჭვიანობის გამო, არამედ კონტროლის სურვილია. მოძალადეს სურს, რომ გააკონტროლოს მსხვერპლი, დაუწესოს შეზღუდვები და აჩვენოს საკუთარი ფიზიკური ძალა;  მოიპოვოს მასზე უპირატესობა და  დაჩაგროს. ძალადობის მიზეზი ყოფილა ქალის სამსახურში წასვლის სურვილიც ყოფილა. მაგალიტად: ქალმა რომელმაც გადაწყვიტა, რომ სახლის საქმეებს ნაკლები დრო დაუთმოს და სამუშაოდ წავიდეს ამის გამო  ძალადობის მსხვერპლი გახდა. კაცმა ჩათვალა რომ ის იყო უღირსი ქალი და არ ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი აზრით  ქალის ფუნქცია  მხოლოდ კარგი საჭმლის მომზადება და ოჯახის მოვლა იყო და თუ კი ის ამას არ გააკეთებდა, არ დაემორჩილებოდა ქმარს ამის გამო მამაკაცის საქციელი, გამართლებული იქნებოდა.  ასეთი და მსგავსი სტერეოტიპული დამოკიდებულება საზოგადოებაში მრავლად  არსებობს.

თუ გახსენდებათ შემთხვევა, რომ მოძალადე ყოფილიყო ქალი?

მსგავსი კონკრეტული შემთხვევა მე პრაქტიკაში არ მქონია რომ ქალს ეძალადა მამაკაცზე, მაგრამ ყოფილა ბავშვებზე ძალადობა ქალის მხრიდან. სადაც დედა ანხორციელებდა შვილებზე ფიზიკურ ძალადობას.

რას ფიქრობთ სამართალში ორმაგ სტანდარტებზე და შერჩევით სამართალზე?

აქ საზოგადოება უნდა იყოს ყველაფრის მაკონტროლებელი ძალა. რასაც საბოლოოდ პოლიტიკურ პროცესებამდე მივყავართ. მაგრამ ძალაუფლება ხალხის და საზოგადოების ხელშია. ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი ცხადია საზოგადოებაში უნდობლობას იწვევს. მაგალითად თუ კი ვინმე გავლენიანი პირია ან ე.წ „მფარველები“ ყავს ის შესაძლოა გარკვეული   პრივილეგიებით სარგებლობდეს, მაგრამ იგივე სიმძიმის დანაშაულზე ჩვეულებრივ, გავლენების არმქონე პირმა შესაძლოა ბევრად უფრო მძიმე სასჯელი მოიხადოს, რაც  თანასწორობის პრინციპის ცალსახა დარღვევა.  ჩვენ ყველა კანონის წინაშე თანასწორ უფლებიანები ვართ. როდესაც კონსტიტუცია ირღვევა, ეს საზოგადოებაში გარკვეულ იმედგაცრუებებს და უნდობლობას იწვევს, რაც ხალხმა უკვე პოლიტიკურ ჭრილში უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევის გამოსასწორებლად კი სამართლებრივი მექანიზმებიც არსებობს. თუ გამოიკვეთა, რომ პროკურორი განსხვავებულ ზომას ითხოვს და შერჩევითობის პრინციპს იყენებს,  ამის მიმთითებელი და გამსწორებელი  სასამართლო ორგანო უნდა იყოს.

ძალადობის შემთხვევებზე, სად არის საზოგადოების შეცდომა და რა გზები არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად?

პრობლემა განათლებით იწყება.  ყველაფერი ცნობიერების ამაღლებასთან არის კავშირში. ჩვენ ადრეულ ასაკშივე ვასწავლით ბავშვებს: რა არის კაცის და რა არის ქალის მოვალეობა. როდესაც ვეუბნებით, რომ ქალი უნდა იყოს კაცის მორჩილი და ამას ზოგიერთ ოჯახში ბავშვობიდანვე ასწავლიან ეს დამახინჯებული დამოკიდებულება ზრდასრულ ასაკამდე მიყვებათ და შეხედულებაც ამგვარად უყალიბდებათ. ასე, რომ ვფიქრობ ბავშვებს პატარაობიდან სწორი ინფორმაცია, სწორი მიმართულება უნდა მივცეთ გენდერული თანასწორობის საკითხში. ვასწავლოთ სწორად გადაფასება და  ღირებულებები დავანახოთ სწორად – რომ ნებისმიერი  ადამიანი:  მიუხედავად სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა და ასაკისა  სწორუფლებიანები ვართ.თუ კი ამ ყველაფერში სწორი განათლება იქნება, მაშინ ეს სტერეოტიპები თანდათან გაქრება  და აღარ იარსებებს.  ამის შემდეგ შემცირდება ძალადობის შემთხვევებიც. განათლებასთან ერთად სახელმწიფოსგან ეკონომიკური სიძლიერეც გასათვალისწინებელია. რადგან   ხშირად არის ეკონომიკური ძალადობაც ოჯახებში, როდესაც ქმრისგან ხდება სამსახურის აკრძალვა. ამ დროს ქალი რჩება მამაკაცზე დამოკიდებული, ეს იწვევს მიჯაჭვულობას და ხდება ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვერ ახრეხებს ქალი კაცისგან თავის დაღწევას.

P.s

‼ გახსოვდეს, როცა შენ იცი ძალადობის შესახებ და თვალს ხუჭავ, შენც ამ ამბის მონაწილე ხდები.

თუ შენ ხარ მოზარდი და იცი, რომ შენი მეგობარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მოუყევი მომხდარის შესახებ უფროს ადამიანს, რომელსაც ენდობი. 
☎ დარეკე ბავშვთა დახმარების ხაზზე ნომრით 116111. ასევე, შეგიძლია დარეკო ნომრებზე 1505 და 112.

თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელიც მეუღლის მხრიდან ძალადობას განიცდის, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს.
☎ შეგიძლიათ დარეკოთ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელ ხაზზე – 116006 კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

თუ თქვენ ხართ მეზობელი, რომელმაც იცის, რომ ოჯახში, მუდმივად ხდება ძალადობა, აუცილებლად უნდა დარეკოთ პოლიციაში ან სოციალური მომსახურების სააგენტოში.
☎ 1505-ზე დარეკვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ ანონიმური.