ქართული მთისთვის ბოლო ორი ზამთარი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი მოვლენებით დახუნძლული გამოდგა: პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ ბაკურიანმა უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს ფრისტაილში, შემდეგ ყველაზე მაღალი ვეიქ პარკი გაიხსნა გუდაურში, შემოდგომით ქართველი მთის გიდების ორგანიზაცია საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა და სულ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ მრავალწლიანი შრომის შემდეგ, ფრირაიდის მსოფლიო ტურმა ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ეტაპის ჩასატარებლად თეთნულდი აირჩია.
უკვე სიამაყით და დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ 8-12 თებერვალს საქართველოს ისტორიაში პირველად, სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს ფრირაიდში, როგორც სნოუბორდში, ასევე თხილამურებში.
პირველად იყო მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივა, რომ ბაკურიანს, გუდაურს, გოდერძის და მესტიას სხვადასხვა მიმართულება ჰქონოდა ზამთრის სპორტში:
უძველესი სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ამ ინიციატივის წამოყენებისას უკვე გამოკვეთილი პროფილით იყო წარმოდგენილი: კლასიკური ზამთრის სპორტები, ოჯახური დასვენების მექა, თხილამურზე პირველი ნაბიჯების გადადგმის ადგილი და, რა თქმა უნდა, FIS-ის მსოფლიო ეტაპების ლოკაცია.
•
ქართული მთისთვის ბოლო ორი ზამთარი სასარგებლო გამოდგა
