ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა შემოდის

საქართველოში 2012 წლის შემდეგ, თითქმის ყოველწელს ველოდებით ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში მოუგებს არჩევნებს, მაგრამ ნამდვილი ახალი ძალა ამ ეტაპამდე ჩვენს ქვეყანაში არ გვყოლია და არც დიდად პერსპექტივა ჩანდა, რადგან რეალური მესამე ძალა ჩვენი ქვეყნის შიგნით არ მოიძებნებოდა.

სანდო წყაროს ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში ჩამოყალიბდება სამოქალაქო მოძრაობა და შემდგომში პოლიტიკური პარტია, რომელიც შეცვლის ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას და ხალხს დაუბრუნებს იმედს კეთილდღეობისა და წინსვლის.

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვჩივით და მოკლებული ვართ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სუფთა წარსულით და გამჭვირვალე სტრუქტურით არიან წარმოდგენილი, თუმცა როგორც სანდრო წყარო გვეუბნება, ეს პოლიტიკური პარტია იქნება მთლიანად განათლებული და წარმატებული ქართველი მოქალაქეების მიერ შემდგარი, რომლებსაც ემიგრანტები გაუმაგრებენ ზურგს.

ეს პოლიტიკური პარტია დაფუძნდება შემდგომაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პარტიაში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ევროპაში და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში წარმატებულად მოღვაწეობენ. ეს მოძრაობა გააერთიანებს მწერლებს, მხატვრებს, ექიმებს, პოეტებს, იურისტებს და დარგის ექსპერტებს, რომლებიც ამ დრომდე პოლიტიკაში არ ყოფილან ჩართულნი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პარტია მთლიანად დასავლეთიდან დაფინანსდება და ამასთანავე, ემიგრანტების გვერდში დგომით გაკეთდება რეალური მესამე ძალა, რომელსაც შეეძლება, როგორც ფინანსურად ასევე მრავალი ასპექტებით უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიოს მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩინოს.