საქართველოში მიმდინარე ამბებს, ამერიკიდან ეხმაურება წარმოშობით ქართველი Borough of Manhattan Community College ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ქართველი:
საქარათველო არაა ღარიბი ქვეყანა … უფრო სწორად აღარაა 2012 წლის შემდეგ. არ დამიწყოთ ახლა მოხუცები ნაგავში იქექებიან და ბავშვები შიმშილობენო.ევროპელმა უსაქმურებმა ამასწინათ “კვლევა” დადეს ამერიკაში მოსახლეობის 70% “არასწორად და არასაკმარისად იკვებებაო70% იოდა ეს იმ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 80% მსუქანია და 30% ძალიან მსუქანი და წადით სან ფრანცისკოში და ნახეთ რამდენი იქექება ნაგავში და საერთოდ 50 მილიონი ამერიკელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
მაგრამ თემას დავუბრუნდეთ2012 წელს უკვე აღარ ვიყავით ღარიბი ქვეყანა, შემდგომ 9 წელიწადში საშუალო ზრდა კი იყო 3-4% მაგრამ ამ ზრდის ნახევარს ინფლაცია ჭამდა. ქვეყანამ პროგრესი გააჩერა … უფრო მართებულია ოლიგარქმა და მისმა შეფმა ქვეყნის ეკონომიკა დაამუხრუჭა.
დღეს ვინცხა “მამა” პეტრეს მოვუსმინე… არა, კი ვიცი ვინცაა, მაგრამ მაინც ვინცხაა. ჰოდა იტირა მამა პეტრემ, მაგრამ იტირა პატრიარქის ლოცვის და ქოცების ლანძღვის ფონზე ეს სრულიად ახალი ტრენდია. პრეზიდენტად დანიშნულის მიერ შესრულებული, ანუ როგორც “პრადვინუტებს” უყვართ რეალიზებული და ხ.ე.ზ. ვისი დაწყებული ან როგორც “პრადვინუტებს” უყვართ, ინიცირებული.ჯერ ხომ იტირა პეტრემ რამხელა გადასახადი მომივიდაო … 1100 ლარიო … მერე იტირა ბავშვები მშიერი მიკვდებაო … კი გავყიდი ერთ სათვალეს მაგრამ ერთი თვეზე მეტად არ მეყოფაო მოსახლეობის 90% შიმშილობსო და მღვდლების 90% პროცენტი შიმშილობსო … მარტო “მაღალი იერარქიის სამღვდელოება” არ შიმშილობსო გული დამეწვა … მღვდლებზე ახლა 90% მოშიმშილე ქართველებზე რაღაცნაირად უცნაური ხალხი ვართ … სამხრეთელი ტიპების უცნაური კომბინაცია ყველა იტყუება.
- იტყუება მღვდელი, იტყუება ხელისუფლება.
- იტყუება მეზობელი, იტყუება ნათესავი.
- იტყუება მეგობარი, იტყუება ჟურნალისტი, იტყუება მოსამართლე.
და ეს არ ტეხავსეს ნორმაა და სიმართლე რა არის იცით? სიმართლე ის არის, რომ 2003-2012 წლების დაუჯერებელი რეფორმების გამო, საქართველო ღარიბი ქვეყანა აღარაა.
ოპოზიციამ იმის ნაცვლად, რომ ზუსტად ამ ჩვენებას მიაწვეს და იძახოს, რომ ენმ-ს მმართველობის დროინდელი რეფორმების შედეგად, გაქვთ დღეს პური და შუქი არსობისაო, დგას და ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს “ხალხს შია” , “ხალხს შია” ლოზუნგებით და ყოველდღიური სატელევიზიო ეთერებით.
ახლა რომ გამოჩნდეს ვინმე ოდნავ დალაგებული ოცნებაში და რომ გითხრათ:- კი ბატონო, ჩვენ ვერ ვივარგეთ … ჩვენ დროს ქვეყანა წინ არ წასულა, ყოველწლიური მატება ინფლაციამ შეჭამა, მაგრამ თუ ახლა 90% შიმშილობს და უღარიბესი ქვეყანა ვართ (ციტატა მთავარის ყოველდღიური რეპორტაჟებიდან) მაშინ რა გამოდისო?…
ხომ გამოდის რომ 2012 წელსაც უღარიბესი ქვეყანა ვყოფილვართ და მაშინაც 90% შიმშილობდაო? რას უპასუხებთ ნეტავ? ვერ ხედავთ რომ ამ “შიათ, შიათ” ძახილით იმ ტოტს იჭრით რომელიც თქვენ გაზარდეთ ყლორტიდან? ამით ხომ ხაზს უსვამთ მთლიანად 2003-2012 წლის ეკონომიკურ სასწაულს? თუ თქვენც არ გაქვთ გააზრებული რას ნიშნავს ბიუჯეტის გაათმაგება და ეკონომიკის გაოთხმაგება მხოლოდ 9 წელიწადში? მე მგონი ვერც თქვენ ვერ აცნობიერებთ და ვინც აცნობიერებს ის ციხეში გყავთ ჩატოვებული და მაინდამაინც არ იწუხებთ თავს მის დასახსნელად
.პ.ს. პეტრეს კომუნალურების 1100 ლარზე გამახსენდა. ე რამოტოლა ბინა ჰქონია პეტრეს? მაინტერესებს რამდენს შეუძლია დათვალოს საქართველოში თუ რამოტოლა ბინა ჰქონია პეტრეს?