ყალბი ანგარიშფაქტურები: 250 ათას ლარამდე თანხის მითვისების გამო სამი პირი დააკავეს

სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამ პირს პასუხისმგებლობა დააკისრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით 250 ათას ლარამდე თანხა უკანონოდ მიითვისეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის ფიქტიურად გაწერეს 215 ათასი ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულის შედეგად ისინი თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ის ზედმეტობას 32.796 ლარის ოდენობით.დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.