ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა

ბილ გეითსის, ჯეფ ბეზონის, უოლ სტრიტისა და Big Tech-ის ეპოქაში რთულია იმის წარმოდგენა, რომ კაცობრიობის ისტორიაში კიდევ უფრო მდიდარი ხანაც არსებობდა. ბევრი მიიჩნევს, რომ მანსა მუსას სიმდიდრე ყველა თანამედროვე მილიარდელისას სჭარბობს. ის იყო უმდიდრესი ადამიანი, ვისაც ოდესმე უცხოვრია.

მუსა I მალის იმპერიის ყველაზე ცნობილი მანსა (უზენაესი მმართველი) იყო. ის კეიტას დინასტიას მიეკუთვნება და ქვეყანას 1312-1337 წლებში მართავდა. იგი გამოირჩეოდა თავისი გულუხვობით, ააშენა უამრავი მუსულმანური სალოცავი და უამრავი ხალხი იხსნა სიღარიბისგან; იმასაც ამბობენ, რომ მან წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ თარჯიმანი ყოველთვის თან ახლდა. მიიჩნევა, რომ მისი მმართველობის პერიოდში მალის იმპერია აკონტროლებდა მთელი მსოფლიოს ოქროს მარაგის ნახევარს. დღეს რომ იყოს სახელმწიფო, რომელიც აკონტროლებდეს მსოფლიოს ოქროს მარაგის ნახევარს, მისი ღირებულება 5 ტრილიონს მიაღწევდა, რაც დიდი ბრიტანეთის მთლიან შიდა პროდუქტს ორჯერ აღემატება.

ექსპერტების გათვლებით, მისი ქონება დღევანდელ 400-600 მილიარდ დოლარს უდრიდა. მისი მმართველობიდან 700 წლის შემდეგაც კი მასზე მდიდარი ადამიანი ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა, მსოფლიო ისტორიის წარმოსახვიდან მისი სახელი რატომღაც გაქრა.

თვალსაჩინოებისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მუსა დღეის მდგომარეობით უმდიდრეს ადამიანზე, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსზე ორჯერ მდიდარი იყო.