ძველი ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ თავის ორ ძმაზე იქორწინა

კლეოპატრა ეგვიპტეში დაიბადა, თუმცა მისი წინაპარი მაკედონიიდან იყო, ალექსანდრე მაკედონელის სარდალი (დიადოქოსი) პტოლემეოს I. ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 323 წელს, ის ეგვიპტის მმართველი გახდა და ახალი დინასტია დააარსა, რომელიც ეგვიპტეს სამი საუკუნე მართავდა. ამ დინასტიიდან კლეოპატრა პირველი იყო, ვინც ეგვიპტური ისწავლა. ამასთან, უძველესი წეს–ჩვეულებებიც აითვისა.

სილამაზე კლეოპატრას მთავარი ღირსება სულაც არ ყოფილა.

რომაული ცნობებით, კლეოპატრა გარყვნილი ქალი იყო, ვინც საკუთარი მომხიბვლელობა პოლიტიკურ იარაღად აქცია. თუმცა, მოგვიანებით მან გონიერებით უფრო გაითქვა სახელი, ვიდრე გარეგნობით. მრავალი ენაზე საუბრობდა, იცოდა მათემატიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და არაჩვეულებრივი ორატორიც იყო.

ძველი ეგვიპტის დედოფალმა, კლეოპატრამ, თავის ძმასა და თანამმართველზე — პტოლემე XIII-ზე იქორწინა, ძველი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, 51 წელს, როცა ის მხოლოდ 18 წლის იყო, პტოლემე კი — 10-ის.

ოთხი წლის შემდეგ, როცა ბრძოლიდან გაქცევის მცდელობისას პტოლემე დაიხრჩო, კლეოპატრა მეორე უმცროს ძმაზე, 12 წლის პტოლემე XIV-ზე დაქორწინდა.