ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
საჯაიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში მამა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს.
სოფლის რწმუნებული ლევან ალანია აცხადებს:
„შვილი 30 წლამდე იყო, ავადმყოფობდა, მამაც წუხელ ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და მაშინვე გამოიძახეს სახანძრო, თუმცა ხის სახლი იყო, მალევე დაიწვა. მაშველებმა ცხედრები იპოვეს“