ხარკოვში რუსული სამხედროები აღარ არიან

უკრაინის ერთ-ერთ უძველეს და ყოფილ დედაქალაქში – ხარკოვში, ერთი კვირის განმავლობაში განუწყვეტელი ომი მიმდინარეობს, რის შედეგად უკრაინულმა მხარემ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და ამ ქალაქში სრულად განდევნა რუსი ოკუპანტები.

ეს ქალაქი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, რადგან ხარკოვი პირდაპირ საზღვრისპირა ქალაქია და ლოგისტიკური მნიშვნელობითა და პრესტიჟისთვის, რომელიც რუსულ სამხედროებს აღარ გააჩნიათ, მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხარკოვში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რომელიც რუსულ ოკუპაციას არ შეეგუა და იბრძოლა მათ წინაამღდეგ.

უკრაინამ ზე-თანამედროვე სამხედრო ტექნიკების გამოყენებით და არტილერიის დამუშავებით, რუსი ოკუპანტები გაყარა ამ ქალაქიდან და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპლინი მოიმზადა შემდგომი შეტევისთვის, რომელიც იზიუმთან განხორციელდება.

რაც შეეხება მარიუპოლს, ეს ქალაქი ხარკოვთან ახლოს არ მდებარეობს, თუმცა ფსიქოლოგიური უპირატესობა უკრაინელების მხარესაა, თუ შეძლეს შეუძლებელი და იარაღი მიაწოდეს აზოვსტალის- მცველებს, ისინიც აანონსებენ კონტრ-შეტების წამოწყებას.

საბრძოლო დინამიკა და უდიდესი უპირატესობა უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელთ. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე უკრაინა სრულად განდევნის რუს ორკებს საკუთარი ტერიტორიიდან.