ხერსონაში რუსმა ოკუპანტებმა  ჟურნალისტი მოკლეს 

ხერსონაში სოფელ ზელენოვკაში, რუსმა ოკუპანტებმა ავტომობილიდან დაცხრილეს ჟურნალისტი დილერბეკ შაკიროვი, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელიც იყო. ასევე, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც დაჭრილი მამაკაცი გადაყავდა. ამის შესახებ „ფეისბუქში“ გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა წერს.

სასწრაფოს მძღოლი და დაჭრილი მამაკაცი დაიწვნენ, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ვენედიქტოვას თქმით, მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.