მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო

მედიკამენტების 500 ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო. პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება.

თბილისის მერის, კახი კალაძეს განცხადებით, ვაუჩერის გამოყენება საქართველოს მოქალაქეებს, მრავალჯერადად, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ.

,,ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე.” – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: tbilisi.gov.ge