16 ქართული კომპანია სტუმრობს დუბაიში გამართულ გამოფენას GULFOOD

ყოველწლიურად სასმელისა და საკვები პროდუქტების ინდუსტრიის 92 000 წარმომადგენელი სტუმრობს დუბაიში გამართულ გამოფენას GULFOOD. USAID-ისა და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით წელს გამოფენაში 16 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას და წარმოადგენს ისეთ პროდუქციას, როგორებიცაა: თხილი, ჩირი, ჯემები და წვენები. ეს გამოფენა ბიზნესებს დაეხმარება გავიდნენ უფრო მომგებიან საექსპორტო ბაზრებზე, მიიღონ მაღალი შემოსავლები და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები საქართველოში.

თქვენი პროდუქციის ექპორტის შესაძლებლობების შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: tradewithgorgia