4 თებერვლიდან ამინდი მკვეთრად შეიცვალება

4 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვალებადობა. მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი და ძლიერი ქარი.

მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ასევე საავტომობილო გზებზე ზიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.