მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი „მარტო პაპას“ გარდაცვალების შემდეგ, ემოციურ პოსტს და პაპის ბოლო საღამოს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“მარტო პაპას” საზოგადოება კარგად ცნობდა, რადგან მომღერალი საკუთარ სოციალურ ქსელში არაერთ საინტერესო და სახალისო ვიდეოს აქვეყნებდა თავის პაპას მონაწილეობით.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პაპა ინსულტის დიაგნოზით, გორის საავადმყოფოში მკურნალობდა. ინფორმაცია მომღერალმა საკუთარ ვიდეო მიმართვაში გაავრცელა: ”ყველაფერს აქვს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და დასასრული. სავარაუდოდ, ჩემი მარტოპაპა მიდის დასასრულისკენ. ერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ კარგი ცხოვრება ჰქონდა, ასე თუ ისე, ნახა ძალიან ბევრი კარგი, ბევრი ცუდი…“
რამდენიმე საათის წინ კი მომღერალმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია – “მარტო პაპას” გარდაცვალება და პაპის ბოლო საღამოს გადაღებული ფოტო პოსტის სახით გამოაქვეყნა:

„ეს ფოტო გუშინ გადავიღე ბაღში ვიჯექი ბალახზე, ვფიქრობდი მზე ჩადის და ალბათ, ბოლო მზის ჩასვლაა იმ განცდით, რომ პაპა სადღაც მაინც ცოცხალია. მართალი აღმოვჩნდი, ეს მზის ჩასვლა ბოლო იყო პაპასთვის.
ახლაც ზუსტად ის დროა, ისევ იქ ვზივარ, მზე ისევ ჩადის და პაპა სადღაც ცოცხალი აღარ არის…
პაპი სადაც ხარ იქაც იხუმრე და იოხუნჯე, შუადღეს ყავა დალიე და საღამოს ტელევიზორს უყურე იქნებ მეც გამოვჩნდე“