TikTok-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება განცხადება, რომ უახლოეს მომავალში პლატფორმა რეგულაციებს გაამკაცრებს. ისეთი ვიდეოები, რომელიც არაჯანსაღ კვებით ჩვევებს წაახალისებს, ასევე ინტერვალური შიმშილის, საზიანო დიეტებისა თუ გადამეტებული ვარჯიშის შემცველ ინფორმაციას შეიცავს წაიშლება.
ასევე აიკრძალება სიძულვილის იდეოლოგიებისა და ქცევების მომცველი გამოხატულება, როგორიცაა: შეცვლილი სახელის მქონე ტრანსგენდერისათვის თავდაპირველის დაძახება; ადამიანების შეუსაბამო გენდერით მოხსენიება; ალთმოძულეობა და გარდაქმნის თერაპიის წახალისება.
TikTok -ის განცხადებით, ცვლილებები ეხება ისეთ შიგთავსს რომლის გამოც კომპანიას მანამდე აკრიტიკებდნენ.