ევროპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამსტერდამში ნიდერლანდები დიდი ანგარიშით – 72:10 დაამარცხა და წლის პირველი ოფიციალური გამარჯვება მოიპოვა.
ლევან მაისაშვილის გუნდმა ამ მოგებით ბონუს ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 27 თებერვალს დინამო არენაზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ.