გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ნაკრები ჩაიბარა

,,ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილი ნახევარმცველი გუსტავო პოიეტი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.


პოიეტმა საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი ჯონ ვან’ტ სხიპი შეცვალა.


კონტრაქტი, რომელიც 54 წლის ურუგვაელმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან გააფორმა, 2023 წლემდეა ვალიდური. ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი კონტრაქტის 2024-მდე გაგრძელების შესახებაც.


პოიეტის ბოლო სამუშაო ადგილი ჩილეს კლუბი „უნივერსიდად კატოლიკა“ იყო. მანამდე კი გუსტავო პოიეტი „სანდერლენდში“, „ბეტისსა“ და „ბორდოში“ მუშაობდა.