საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

თბილისში, ოლიმპიკის საცურაო აუზზე გამართული წყალბურთელთა შესარჩევი ეტაპის ყველა შეხვედრა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.


საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში ბელარუსი, პოლონეთი და სლოვაკეთი ჰყავდა, სამივე მათგანთან გაიმარჯვა.


ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა სლოვაკეთი ანგარიშით 18-16 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.
ევროპის ჩემპიონატს წელს ხორვატიის ქალაქი- სპლიტი უმასპინძლებს.