ლევან კობიაშვილმა ქართული საფეხბურთო კლუბები გააკრიტიკა

სპორტულ გადაცემაში “სპორტი იმედზე” სტუმრად ყოფნისას, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქართული კლუბები ტრანსფერების და არსებული ფორმის გამო გააკრიტიკა:

“ევროტურნირები მოდის, სადაც ყველაზე კარგად ვხედავთ, სად ვართ. როგორც გასულ წელს და მანამდეც, ახლაც ვერ ვარ ბედნიერი იმით, რაც ხდება. შიდა ტრანსფერები კარგია, მაგრამ წინ უნდა წავიდეთ. არ ვიცი კლუბების ფინანსურები დეტალები, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ რამე განსაკუთრებული ხდება. ძლიერი ლეგიონერების გარეშე არაფერი გამოვა. ვინმეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ვისაც იმატებენ. “ლოკომოტივმა” ძველი რესურსით მიაღწია წარმატებას და ევროტურნირებზე ორი ბარიერი დაძლია, თუმცა ლეგიონერის გარეშე ძნელი იქნება შედეგის მიღწევა და ვერც ეროვნული ლიგის დონე აიწევა”, – თქვა კობიაშვილმა