1-ლი მარტიდან PCR ტესტირება აღარ დაფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 1-ლი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება.


“ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება ომიკრონი და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს.
COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ, 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.