20 დღეში რუსეთმა ომში მონაწილე ძალების 40% დაკარგა

უკრაინის გაერთიანებული სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის შეტევა ყველა მიმართულებით კვლავ შეჩერებულია.15 მარტის მონაცემებით, ომის 20 დღეში რუსეთმა თავისი სამხედრო ძალის 2/5 დაკარგა.


“2022 წლის 15 მარტის მდგომარეობით, მტერმა დაკარგა (სრულად განადგურდა ან საბრძოლო უნარი დაკარგა) უკრაინის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ “ოპერაციაში” მონაწილე ნაწილების 40%-მდე”. – აცხადებს გენშტაბი.


უკრაინული მხარისთვის კი ყველაზე მძიმე ვითარება მარიუპოლშია.